2013
CU თემა: ინტერნეტი და ქსელები საინფორმაციო ტექნოლოგიები
ინფორმატიკის დეპარტამენტი 9/22/2013
კომპიუტერული ქსელები დამაკავშირებელი ხაზებით ერთმანეთთან შეერთებული კომპიუტერები კომპიუტერები, პრინტერები და სხვა მოწყობილობები კომპიუტერულ ქსელს აფორმირებენ აფორმირებენ. ქსელის საშუალებით შესაძლებელია მოწყობილობების, მოწყობილობების მონაცემების და პროგ პროგრამების ერთობლივი გამოყენება. გამოყენება ქსელების ტიპები არსებობს ქსელების ორი ძირითადი ტიპი: ტიპი
ლოკალური ქსელი (LAN - Local Area Network) - ქსელი ქსელი, რომელიც ერთმანეთთან ახლოს განთავსებულ კომპიუტერებს აერთიანებს (ნახ. 1).
ნახ. 1. ლოკალური ქსელი
გლობალური ქსელი (WAN - Wide Area Network) - ქსელი,, რომელიც სატელეფონო ხაზების ან სხვა რომელიმე შორი კავშირის არხების საშუალებით ფართო გეოგრაფიულ სივრცეში განთავსებულ კომპიუტერებს აერთიანებს (ნახ. 2). განასხვავებენ ქსელის მუშაობის ორ ძირითად მოდელს მოდელს: ერთრანგოვანი
მოდელი (თანაბარი თანაბარი თანაბართან - Peer to Peer Network) (ნახ.. 3) და მოდელი კლიენტი/სერვერი (Client/Server Network) (ნახ. 4). 2
ნახ. 2. გლობალური ქსელი
ნახ. 3. ერთგვაროვანი ქსელი ერთრანგოვან ქსელში ყველა კომპიუტერს თანაბარი სტატუსი - ერთი და იგივე რანგი აქვს. ამგვარ გარემოში თითოეულ კომპიუტერს შეუძლია საერთო
3
სარგებლობისთვის გამოყოს საკუთარი რესურსი, მაგალითად, პრინტერის პორტი, საქაღალდე. გამოყოფილი რესურსი შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს ქსელში გაერთიანებული ყველა კომპიუტერისთვის. ეკონომიურობის გამო ერთგვაროვანი ქსელი ფართოდ არის გავრცელებული მცირე ოფისებში.
ნახ. 4. ქსელი კლიენტი/სერვერი კლიენტი/სერვერის ტიპის ქსელში ყველა ძირითადი რესურსი განთავსებულია ერთ კომპიუტერზე, რომელსაც სერვერი ეწოდება. კლიენტი/სერვერის ტიპის ქსელები ბევრად უფრო დაცულია, მოხერხებულია ადმინისტრირების თვალსაზრისით და მძლავრია, ვიდრე ერთრანგოვანი ქსელი. სერვერი სერვერის დანიშნულებაა ქსელის კლიენტებიდან შემოსული მოთხოვნების მომსახურება. სერვერი ქსელის ბირთვია. ის უზრუნველყოფს კავშირს რესურსთან, რომლებიც საჭიროა მოქმედების შესასრულებლად. რესურსი, რომელზეც კავშირი მიგვითითებს, შეიძლება იყოს განთავსებული ან სერვერზე, ან მომხმარებლის კომპიუტერზე. სერვერები ქსელებს რესურსებზე კონტროლის ცენტრალიზების საშუალებას აძლევენ და შესაბამისად ამცირებენ ადმინისტრირებასთან
დაკავ-
შირებულ პრობლემებს. მათ შეუძლიათ გაანაწილონ პროცესები კომპიტერებს შორის ისე, რომ გააუმჯობესონ გამოთვლების სიჩქარე. მათ ასევე შეუძლიათ
4
ფაილების ისე განაწილება, რომ ერთი სერვერის დაზიანების შემთხვევაში მთელი რესურსი არ დაიკარგოს. სერვერი ასრულებს რამდენიმე ამოცანას. მაგალითად, ქსელის მომხმარებლებს აწვდის ფაილებს, უზრუნველყოფს ამობეჭდვას და ა.შ. ფაილების მიმწოდებელ სერვერს ფაილური სერვერი ეწოდება; ასევე არსებობს სერვერი, რომელიც უზრუნველყოფს ბეჭდვას. სერვერები შეიძლება იყვნენ როგორც ერთი, ასევე მრავალი დანიშნულების. მრავალი დანიშნულების სერვერი ერთდროულად შეიძლება იყოს ფაილურიც და მბეჭდავიც. სამუშო მანქანები კომპიუტერებს,
რომლებზედაც
ქსელის
მომხმარებლები
ასრულებენ
სამუშაოს, სამუშო მანქანები ეწოდება. შესაძლებელია სამუშაო მანქანის კლიენტის კომპიუტერად გადაქცევა. ამისათვის სამუშაო მანქანაზე უნდა დაყენდეს ქსელური ადაპტერი - მოწყობილობა, რომელიც კომპიუტერს ქსელში მონაცემების გაცვლის საშუალებას აძლევს. შემდეგ ქსელური ადაპტერი კავშირის რომელიმე საშუალებით უკავშირდება სხვა კომპიუტერს ან კომპიუტერების ჯგუფს. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს სპეციფიური პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, რომელიც კომპიუტერს სერვერთან დაკავშირებისა და რესურსების მოთხოვნის საშუალებას მისცემს. მას შემდეგ რაც ეს სქემა აგებულია, კომპიუტერი ერთვება ქსელში. სერვერი სამომხმარებლო კომპიუტერს საშუალებას მისცემს შეინახოს ან გაცვალოს ინფორმაცია კომპიუტერებთან, რომლებიც ასევე არიან ჩართულნი ქსელში. ქსელური რესურსები ქსელში სერვერის ფუნქცია-დანიშნულებაა რესურსებთან კავშირის დამყარება, ხოლო სამუშაო მანქანისა ამ რესურსების გამოყენება. რას წარმოადგენს თავად რესურსი? რესურსს წარმოადგენს ნებისმიერი კომპონენტი, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული ქსელში. ასეთი მოწყო-ბილობებია:
პრინტერები და სხვა პერიფერიული მოწყობილობები;
ფაილები;
პროგრამები;
მონაცემთა შესანახი სივრცე. სერვერი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს დიდი მოცულობის ინფორ-
მაციის შესანახად, რომელიც გამოიყენება ყოველდღიური მუშაობის დროს. შედეგად სამომხმარებლო მანაქანაზე მოხდება შესანახი სივრცის 5
გამოავისუფლება.
ასევე შესაძლებელია სერვერში ჩაიწეროს პროგრამები, რომლებიც შემდგომში გამოიყენება მრავალ კლიენტის მანქანაზე ინსტალაციის გარეშე, ქსელის კავშირის გამოყენებით. ქსელის კომპონენტები კომპიუტერული ქსელის კომპონენტებია:
NIC (Network Interface card) - ქსელის ინტერფეისის კარტა. ეს არის მოწყობილობა-კონტროლერი,
რომელიც
ფიზიკურად
აერთებს
კომპიუტერს
ქსელთან და უზრუნველყოფს მის ურთიერთქმედებას ქსელის სხვა კომპიუტერებთან და მოწყობილობებთან. NIC შეიძლება წარმოადგენდეს პლატაადაპტერს (ნახ. 5), ან ჩაშენებული იყოს კომპიუტერის სისტემურ პლატაში (ნახ. 6).
ნახ. 5. ქსელის პლატა-ადაპტერი
Network Operating Software - ქსელური სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა. ესაა პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის დანიშნულებაა ქსელის სხვადასხვა სერვისების უზრუნველყოფა.
კავშირის საშუალებები, რომლებიც აერთიანებენ მოწყობილობებს ქსელში. ქსელურ მოწყობილობებში სხვადასხვა ტიპის კავშირის საშუალებები გამო-
იყენება:
სპილენძის კაბელები, რომლებიც იყენებენ დენის სიგნალებს მონაცემთა გადაცემისათვის მოწყობილობებს შორის,
ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები, რომლებიც იყენებენ მინის და პლასტმასის სადენებს, რათა მოხდეს ინფორმაციის გადაცემა სინათლის სხივების მეშვეობით,
6
უკაბელო კავშირი, რომელიც იყენებს რადიოსიგნალებს, ინფრაწითელ ტექ-
ნოლოგიას, ან სატელიტურ კავშირებს.
ნახ. 6. ქსელის ჩაშენებული კონტროლერი
(Gigabit RJ-45 Ethernet LAN Port) ქსელური ოპერაციული სისტემა (NOS – Network Operation System) ქსელებში
იყენებენ
ქსელურ
ოპერაციულ
სისტემებს,
რომლებიც
აკონტროლებენ კავშირს რესურსებთან და მონაცემების ნაკადს ქსელში. ქსელური ოპერაციული სისტემა სერვერში იწერება. ყველაზე პოპულარული თანამედროვე ქსელური ოპერაციული სისტემებია: Windows 2008 Server, UNIX, Linux. დამისამართება, გამტარუნარიანობა და მონაცემთა გადაცემა გამტარუნარიანობა (Bandwidth) გამტარუნარიანობა იზომება ბიტებით წამში. ასევე გამოიყენება შემდეგი ერთეულები:
bps – ბიტი/წამში
Kbps – კილობიტი/წამში
Mbps – მეგაბიტი/წამში 7
ინტერნეტი ინტერნეტი XX საუკუნის 70-ან წლებში დამუშავებული ტექნოლოგიების საფუძველზე აღმოცენდა. იგი მსოფლიო მასშტაბის გლობალური კომპიუტერულ ქსელია, რომელიც სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით დაკავშირებულ შედარებით მცირემასშტაბიან ქსელებს აერთიანებს. ფუნქციონალურად ინტერნეტი გლობალური საკომუნიკაციო და საინფორმაციო სივრცეა, რომელიც ადამიანისთვის სხვადასხვა სახის საინფორმაციო მომსახურებას უზრუნველყოფს. ინტერნეტის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია სწრაფად დავამყაროთ კონტაქტი მეგობრებთან, ნათესავებთან და კოლეგებთან, მივიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა კონფერენციებსა და ფორუმებში, ვისარგებლოთ მონაცემთა ბაზებით და ბიბლიოთეკებით, მივიღოთ უახლესი ინფორმაცია პოლიტიკური, კულტურული და სპორტული მოვლენების შესახებ. ინტერნეტი ერთ საერთო ენაზე „მოლაპარაკე“ კომპიუტერთა გლობალურ ქსელია. მთლიანად სისტემას არავინ არ ფლობს და არ მართავს, მაგრამ ინტერნეტში მუშაობა ისე ხდება, თითქოს იგი ერთ დიდ მთლიან სისტემას წარმოადგენდეს. ინტერნეტზე მსჯელობისას წინა პლანზე მისი ფუნქციონერების ორი მხარე გამოდის - ტექნიკური და ჰუმანიტარული. ტექნიკური თვალსაზრისით ინტერნეტი ერთმანეთთან დაკავშირებული საკუთარი უნიკალური მისამართების მქონე კომპიუტერების (ჰოსტების) ფართო ქსელია. ჰუმანიტარული თვალსაზრისით ინტერნეტი კულტურის ახალი განზომილებაა. იგი ცოდნისა და ინფორმაციის შენახვისა და გავრცელების ხერხს წარმოადგენს. კომპიუტერის ინტერნეტთან დაკავშირებისთვის იგი უნდა გახდეს ინტერნეტში ჩართული რომელიმე ქსელის ნაწილი. ასეთ სერვისს ორგანიზაციებისთვის და ინდივიდუალური მომხმარებლებისათვის სპეციალური კომპანიები - ინტერნეტ-მომსახურების პროვაიდერები უზრუნველყოფენ. პროვაიდერთან დაკავშირება შესაძლებელია სხვადასხვა არხებით: ჩვეულებრივი სატელეფონო ხაზით (Dial-Up - ამჟამად მორალურად მოძველებულია,
DSL), გამოყოფილი ხაზით, უკაბელო კავშირით, სატელიტური კავშირით და სხვ. თითოეული ტიპის არხი განსაზღვრავს ინტერნეტთან კავშირის სიჩქარეს და ხარისხს. ინტერნეტთან კავშირის სიჩქარე იზომება წამში გადაცემული ბიტების რაოდენობით (ბპს). არსებობს სხვადასხვა სიდიდის ერთეულები Kbps - წამში ათასი ბიტი, Mbps - წამში მილიონი ბიტი, Gbps - წამში მილიარდი ბიტი. მოწყობილობას, რომელიც სატელეფონო ხაზების საშუალებით უზრუნველყოფს კომპიუტერის კავშირს სხვა კომპიუტერთან, მოდემი ეწოდება. მოდემი 8
კომპიუტერიდან გამომავალ ციფრულ სიგნალებს სატელეფონო ხაზისთვის დამახასიათებელ სიგნალებად და პირიქით, სატელეფონო ხაზიდან შემავალ სიგნალებს კომპიუტერისთვის გასაგებ ციფრულ სიგნალებად გარდაქმნის. ინტერნეტის მისამართების სისტემა. რესურსის უნიფიცირებული მისამართი ინტერნეტში ჩართულ თითოეულ კომპიუტერს უნიკალური მისამართი (IP
address) ენიჭება. IP მისამართი წერტილებით გამოყოფილი ოთხი რიცხვისგან შედგება. თითოეული რიცხვის დიაპაზონია 0-255. მაგალითად: 217.72.130.138. გარდა IP მისამართისა, კომპიუტერის ინტერნეტის ქსელში ჩასართავად მას უნდა მიენიჭოს სხვა TCP/IP პარამეტრები. კერძოდ: Subnet mask, Default gateway, DNS
server. Subnet mask (ქსელის ნიღაბი) - განსაზღვრავს, თუ რა ზომისაა ლოკალური ქსელი, რომელშიც ჩართულია მოცემული კომპიუტერი.
Default gateway (გასასვლელი) - მიუთითებს იმ კომპიუტერის, ან ქსელური მოწყობილობის IP მისამართს, რომლის გავლითაც მოცემული ლოკალური ქსელის კომპიუტერები სხვა ქსელის კომპიუტერებს უკავშირდება.
DNS server - სერვერის IP მისამართი, რომელიც კომპიუტერის დომენური სახელის მის IP მისამართში გადაყვანას უზრუნველყოფს. ადამიანისთვის რიცხვებით ჩაწერილი მისამართების დამახსოვრება საკმაოდ რთული და მოუხერხებელია. მომხმარებელთა მუშაობის გამარტივების მიზნით 1983
წელს შეიქმნა დომენურ სახელთა სისტემა (DNS - Domain Name
System), რომლის მიხედვითაც თითოეულ მისამართს შეესაბამება ერთი, ან რამდენიმე ტექსტური სახელი და პირიქით. საკვანძო კომპიუტერთან დასაკავშირებლად შეგვიძლია როგორც IP მისამართი, ასევე დომენური სახელი გამოვიყენოთ. DNS ავტომატურად და მომხმარებლისგან ფარულად საიტის სახელს IP-მისამართად გარდაქმნის. დომენური სახელების სინტაქსი შემდეგნაირად გამოიყურება: <მე-3 დონის დომენი>. <მე-2 დონის დომენი 2>. <1-ლი დონის დომენი>. მაგ. www<3 დონის დომენი>.google<2 დონის დომენი>. ge<1 დონის დომენი>. დომენურ სახელში 1-ელი დონის დომენი ადრესატის ქვეყნის, ან საქმიანობის სფეროს განსაზღვრავს. თავდაპირველად პირველი დონის ექვსი დომენი არსებობდა:
.com - კომერციული ორგანიზაციები;
9
.edu - სასწავლო და სამეცნიერო ოგანიზაციები;
.gov - სახელმწიფო ორგანიზაციები;
.mil - სამხედრო ორგანიზაციები;
.net - ქსელური ორგანიზაციები;
.org - სხვადასხვა არაკომერციული, უმეტესად საგანმანათლებლო ორგანიზაციები. ინტერნეტის აშშ-ს გარეთ გაფართოებასთან ერთად გამოჩნდა პირველი
დონის ნაციონალური დომენები (uk, fr, it, ru, ge და ა.შ.). თავდაპირველად
დომენური
სახელების
რეგისტრაციას
ერთადერთი
ორგანიზაცია - InterNIC ახორციელებდა. 1998 წლიდან რეგისტრაციის უფლება სხვა კომპანიებსაც მიეცათ. საქართველოში ამას ახორციელებს საქართველოს ინტერნეტგანვითარების ფონდი. მე-2 დონის დომენი განსაზღვრავს გეოგრაფიულ, რომელიმე ქსელის, ან ორგანიზაციის დასახელებას.
World Wide Web (WWW) წარმოადგენს მართვის მარტივ გრაფიკულ ინტერფეისს ინტერნეტის დოკუმენტების დასათვალიერებლად. ეს დოკუმენტები და მათ შორის ურთიერთგადასვლითი კავშირები ქმნიან საინფორმაციო ქსელს.
Web შეგვიძლია წარმოვიდგინოთ დიდი ბიბლიოთეკის სახით, Web კვანძები - როგორც წიგნები, ხოლო Web გვერდები - ამ წიგნების გვერდები. გვერდები შეიძლება შეიცავდეს მრავალფეროვან ტექსტურ, აუდიო, ვიდეო ინფორმაციას. ეს გვერდები შეიძლება მოთავსდეს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის კომპიუტერში. გვერდიდან გვერდზე გადასვლა ხდება ე.წ. Hyperlink-ების (მიმართვების) საშუალებით. მიმართვა ხაზგასმულ სიტყვას ან სურათს წარმოადგენს, რომელიც
Web-ის მისამართს შეიცავს (ცნობილია, როგორც URL – Universal Recource Locator მისამართი). მიმართვის ამორჩევისას სრულდება გადასვლა კონკრეტული კვანძის განსაზღვრულ გვერდზე. მიმართვის გარჩევა სირთულეს არ წარმოადგენს. ინტერნეტში არსებულ ნებისმიერ დოკუმენტს უნიკალური მისამართი გააჩნია, რომელიც ცალსახად განსაზღვრავს მის ადგილმდებარეობას გლობალურ ქსელში. ამ მისამართს რესურსის უნიფიცირებული მისამართი (URL) ეწოდება. იგი სამი ნაწილისგან შედგება, რომელიც ინტერნეტში შესაბამისი დოკუმენტის მოძებნას უზრუნ-ველყოფს. მაგალითად:
URL: http://www.avoe.ge/movies/ სადაც:
http:// არის განაწესის სახელი, რომელიც ვებ-სერვერიდან შესაბამისი ვებგვერდის მომხმარებლის კომპიუტერზე გადაცემას უზრუნველყოფს.
www.avoe.ge - სერვერის დომენური დახელი. 10
/movies/ - არის სერვერის იმ დირექტორიის სახელი, რომელიც საჭირო ვებგვერდს შეიცავს. ინტერნეტის ძირითადი სერვისები
World Wide Web (WWW - მსოფლიო აბლაბუდა) ინტერნეტის ყველაზე პოპულარულ სერვისს წარმოადგენს. WWW სერვისი ჰიპერტექსტურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ინფორმაციის შენახვისა და გადაცემის საშუალებას წარმოადგენს. ჰიპერტექსტური დოკუმენტი შეიძლება შეიცავდეს ტექსტს, გრაფიკას, ანიმაციას, ხმას, ვიდეო ფრაგმენტს და ჰიპერბმულებს (Hyperlink). ჰიპერბმულების საშუალებით ვებ-გვერდთან დაკავშირებულია სხვა რესურსები. ჰიპერბმულების გააქტიურება და მასთან დაკავშირებული რესურსის გამოტანა ხდება ბმულზე მაუსის დაწკაპუნებით.
WWW მომსახურებას ინტერნეტში ჩართული ათასობით ვებ-სერვერი უზრუნველყოფს. ვებ-სერვერზე განთავსებულია ვებ-საიტები. ვებ-საიტი ერთმანეთთან ჰიპერბმულებით დაკავშირებულ ვებ-გვერდების კრებულს წარმოადგენს. ვებ-გვერდების შესაქმნელად სპეციალური ენა - HTML (Hypertext Markup
Language) გამოიყენება. ვებ-საიტზე არსებული ინფორმაციის დასათვალიერებლად სპეციალური პროგრამები - ვებ-ბროუზერები გამოიყენება, რომლებიც მომხმარებლის კომპიუტერზეა დაინსტალირებული. ჩვეულებრივ, WWW სერვისით სარგებლობისას, მომხმარებელი რომელიმე ვებ-საიტზე მისთვის საინტერესო ვებ-გვერდს პოულობს. ვებ-გვერდის დათვალიერებისას იგი შეიძლება დაინტერესდეს ჰიპერბმულით წარმოდგენილი რომელიმე ობიექტით. ბმულზე დაწკაპუნებით ბროუზერის ფანჯარაში მასთან დაკავშირებული ვებ-გვერდი იხსნება, რომელიც იგივე, ან სხვა, ათასობით კილომეტრით დაშორებულ ვებ-სერვერზეა განთავსებული. ანალოგიურად, მიღებული დოკუმენტიდან
შესაძლებელია
სრულიად
სხვაგან
გადანაცვლება
და
ა.შ.,
უსასრულო „ხეტიალი“ საინფორმაციო სივრცეში. ელექტრონული ფოსტა ინტერნეტის ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი სერვისია. მისი საშუალებით შესაძლებელია შეტყობინებების, ანუ ელექტრონული წერილების გაგზავნა მითითებულ მისამართზე და მიღება ელექტრონულ საფოსტო ყუთში. ელექტრონულ წერილში შესაძლებელია ტექსტური, გრაფიკული ან სხვა ტიპის ფაილების მოთავსება და გაგზავნა. სერვისის პოპულარობა განპირობებულია როგორც გამოყენების სიმარტივით, ასევე მისი სიიაფით და მოხერხებულობით. ელექტრონულ წერილს, ჩვე-ულებრივი წერილის მსგავსად, თან
11
ახლავს
წერილის
გამგზავნისა
და
წერილის
მიმღების
მისამართები.
ელექტრონული ფოსტის მისამართს აქვს შემდეგი ფორმატი: მომხმარებლის სახელი@სერვერის სახელი მომხმარებლის სახელი განისაზღვრება ელექტრონული ფოსტის მისამართის მფლობელის მიერ და მისი საფოსტო ყუთის სახელს წარმოადგენს. სერვერის სახელი განსაზღვრავს საფოსტო ყუთის ადგილმდებარეობას ანუ იმ სერვერის დომენის სახელს, რომელზეც განთავსებულია საფოსტო ყუთი. Web-სერვერის მუშობის მექანიზმი Web-სერვერის და ბრაუზერის მუშაობის მექანიზმი (ნახ. 7) განვიხილოთ www.online-translator.com რესურსზე მიმართვის მაგალითის მიხედვით. სამისამართო სტრიქონში შეგვაქვს საჭირო URL (ნახ. 7, პუნქტი 1). ამის შემდეგ ბრაუზერი იღებს ინფორმაციას გამოსაყენებელი განაწესისა (http) და სერვერის სახელის (www.online-translator.com) შესახებ. ბრაუზერი ამყარებს კავშირს სათანადო Web-სერვერთან და http განაწესის გამოყენებით ითხოვს საძიებელ რესურსს. სერვერი ბრაუზერს უგზავნის HTML-გვერდს, რომელიც სერვერზე ინახება (ნახ. 7, პუნქტი 2). ჩვეულებრივ, უბრალო Web-გვერდიც კი შეიცავს არა მხოლოდ ტექსტს, არამედ გრაფიკასაც, ე.ი. შედგება სხვადასხვა ტიპის რამდენიმე ფაილისაგან. ბრაუზერი კითხულობს HTML-ტეგებს, აღადგენს გვერდს კომპიუტერის ეკრანზე და ჩვენ ვხედავთ ჩვენი შეკვეთის შედეგს (ნახ. 7, პუნქტი 3).
ნახ. 7. Web-სერვერის მუშობის სქემა
12
ინტერნეტ-მთარგმნელები ინტერნეტის ახალბედა მომხმარებლები, როგორც წესი, იყენებენ Windowsის და ბრაუზერ Internet Explorer-ის Explorer სტანდარტულ შესაძლებლობებს და თვლიან, რომ ეს პროგრამები უზრუნველყოფს Web-რესურსებთან მუშაობისას წამოჭრილი ყველა ამოცანის გადაწყვეტას. გადაწყვეტას თუმცა ეს ასე არ არის. არსებობს მთელი რიგი სასარგებლო პროგრამებისა, რომლებიც ავსებს ყოვლისშემძლე ბრაუზერის შესაძლებლობებს. ერთერთი ასეთი მთარგმნელი პროგრამები. განვიხილოთ ონლაინ-თარგმანის ონლაინ ერთერთი უფასო პროგრამა პროგრამა, რომელიც განთავსებულია
მისამართზე მისამართზე:
www.online-translator.com
(ან
კიდევ
www.translate.ru). თარგმანი შესაძლებელია ონლაინ-რეჟიმში, რამოდენიმე ენაზე. შესაძლებელია როგორც Web-საიტების, Web ისე ტექსტის თარგმნა. პროგრამას გააჩნია თემატური ლექსიკონები შემდეგი თემების მიხედვით: ზოგადი ლექსიკა, ავტომობილები, საბანკო საქმე,, ბიზნესი, ინტერნეტი, პროგრამული უზრონველყოფა, სპორტი და მოგზაურობა. განვიხილოთ, როგორ ფუნქციონირებს www.online-translator.com translator.com სერვისი Web-გვერდების ონლაინ-თარგმანის თარგმანის შემთხვევაში (ნახ. 8). მომხმარებელი მიმართავს ამ რესურსს. მას მიეწოდება ფორმა (პუნქტი 1), სადაც უნდა მიუთითოს იმ Web-გვერდის მისამართი, მისამართი რომლის გადათარგმნაც სურს, აირჩიოს თანგმანის მიმართულება და მიუთითოს თემატიკა შესაბამისი თემატური ლექსიკონის შერჩევის მიზნით. ამის შემდეგ www.online-translator.com-ს სერვერიდან (პუნქტი 2) ხორციელდება იმ Web-სერვერთან სერვერთან დაკავშირება, რომელზეც საძიებელი გვერდია (პუნქტი
3),
შემდეგ
ხდება
მისი
გადათარგმნა
www.online www.online-translator.com-ს
სერვერზე და მზა შედეგი გადათარგმნილი გვერდის სახით (პუნქტი პუნქტი 4) ეგზავნება კლიენტს.
ნახ. 8. www.online-translator.com www.online სერვისის მუშაობის სქემა 13
არსებობს უფასო ქართულ-ინგლისური და ინგლისურ-ქართული ონლაინლექსიკონი, რომელიც თარგმნის ცალკეულ სიტყვებს და განთავსებულია მისამართზე www.translate.ge. ინფორმაციის მოძიება Web-ში ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება ალბათ ძალიან რთული იქნებოდა, რომ არ არსებობდეს მძლავრი საძიებო ინსტრუმენტები: საძიებო მანქანები, კატალოგები, რეიტინგები, მეტასაძიებო
სისტემები, ონლაინ-ენციკლოპედიები და ცნო-
ბარები. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოძიებისათვის განსხვავებული ინსტრუმენტებია ეფექტური (ნახ. 9). განვიხილოთ თითოეული კატეგორია ცალ-ცალკე.
ნახ. 9. ინფორმაციის ყოველი ტიპისათვის განსხვავებული საძიებო ინსტრუმენტი უნდა შევარჩიოთ ინდექსირებული კატალოგები კატალოგი წარმოადგენს მონაცემებს, რომლებიც დალაგებულია იერარქიული სტრუქტურით და ადამიანის მოღვაწეობის ყველა სფეროს მოიცავს. ამ შემთვევაში საქმე გვაქვს თემატიკის მიხედვით ძებნასთან. პირველი დონის თემატური განყოფილებები მოიცავს მაქსიმალურად ფართო და პოპულარულ თემებს, როგორიცაა ”სპორტი”, ”დასვენება”, ”მეცნიერება”, ”მაღაზიები” და სხვა. თითოეულ ასეთ განყოფილებაში არის ქვეკატალოგები. ამგვარად, მომხმარებელს კატალოგის განშტოებებში ნავიგაციით და ძიების არის თანდათანობით შევიწროებით შეუძლია დააზუსტოს მისთვის საინტერესო საკითხები. მაგალითად, 14
ნოუთბუქებზე ინფორმაციის მოძიების დროს ძიების ჯაჭვი შეიძლება ასე გამოიყურებოდეს:
საინფორმაციო ტექნოლოგიები კომპიუტერები ნოუთბუქები. ბოლო ქვეკატალოგში მომხმარებელი პოულობს საჭირო მიმართვებს. კატალოგებს ადგენენ არა პროგრამები, არამედ ადამიანები. თუ ვეძებთ ზოგად ინფორმაციას რაიმე ფართო თემის ირგვლივ, მაშინ მიზანშეწონილია მივმართოთ კატალოგს, ხოლო თუ კონკრეტულ დოკუმენტს ვეძებთ, მაშინ კატალოგის გამოყენება ნაკლებად ეფექტურია. არსებობს უამრავი კატალოგი.
Google, Alta Vista, Yahoo, Excite, Infoseek,
Lycos, Web Crawler, 100hot - ეს სპეციალური სერვერებია, რომლებიც ინახავს ინფორმაციას ინტერნეტში განთავსებული საიტებისა და ვებ-გვერდების შესახებ და ეხმარება მომხმარებელს საჭირო მისამართის მოძებნაში. თითოეულ მათგანს გააჩნია კატალოგი. ზოგადი პროფილის კატალოგის გარდა ქსელში მრავლადაა სპეციალიზირებული კატალოგები. თუ კატალოგის ცალკეული თემის შიგნით დიდი რაოდენობის რესურსია, მაშინ წამოიჭრება ამორჩევის პრობლემა. ზოგიერთ კატალოგში სორტირება ხდება პოპულარობის მიხედვით, ზოგან - ციტირების ინდექსის მიხედვით და ა.შ. როგორ მუშაობს საძიებო მანქანები მომხმარებელი
ინფორმაციის
ძიების
დროს
ხშირად
დოკუმენტების
უზარმაზარ სიას ღებულობს, ამასთან ბევრი ისეთია, რომელსაც არანაირი კავშირი აქვს მომხმარებლის მოთხოვნასთან. ასეთ დოკუმენტებს არარელევანტური (ინგლისურიდან, relevant - მართებული, შესაფერისი) ეწოდება. ამგვარად, რელევანტური დოკუმენტი - ეს არის დოკუმენტი, რომელიც საძიებელ ინფორმაციას შეიცავს. მიღებული რელევანტური დოკუმენტების წილი, ცხადია, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწორად ჩამოვაყალიბებთ მოთხოვნას. საძიებო სისტემები შეიძლება შევადაროთ საცნობარო სამსახურს, რომელსაც ორი ძირითადი ფუნქცია აქვს: ა) მონაცემთა ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება; ბ) კლიენტის მოთხოვნის მიხედვით ბაზაში ინფორმაციის მოძიება. ანალოგიურად, საძიებო მანქანა შედგება ე.წ. ობობა-რობოტისაგან, რომელიც ”მოივლის” ქსელის სერვერებს და ქმნის მონაცემთა ბაზას საძიებო მექანიზმით. თუმცა რესურსების მფლობელები არეგისტრირებენ თავის საიტებს საძიებო მანქანაში, მაგრამ მათი წილი ძლიან მცირეა რობოტის მონაცემთა ბაზაში. ბაზის ფორმირება, ძირითადად, თვით რობოტის მიერ ხდება.
15
საძიებო მანქანის მუშობის პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ იგი ეძებს თავის მონაცემთა ბაზაში მომხმარებელის მიერ საძიებო ველში მითითებული გასაღები სიტყვების მიხედვით და გამოაქვს მიმართვების სია, რომელიც დალაგებულია რელევანტობის მიხედვით. მონაცემთა ბაზის რესურსები, ბუნებრივია, შეზღუდულია. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ხდება მონაცემთა ბაზის განახლება, საძიებო მანქანას არ შეუძლია ყველა ვებ-დოკუმენტის ინდექსირება: მათი რიცხვი ძალიან დიდია. ამიტომ ყოველთვის არსებობს იმის ალბათობა, რომ ჩვენთვის საჭირო რესურსი
უბრალოდ უცნობია საძიებო სისტემისათვის. ამის
თვალსაჩინო ილუსტრაციას წარმოადგენს ნახ. 10. ელიფსი 1 ასახავს დროის რაღაც მომენტისათვის არსებული ყველა ვებ-დოკუმენტის სიმრავლეს, ელიფსი 2 საძიებო მანქანის მიერ ინდექსირებულ ყველა დოკუმენტს, ხოლო ელიფსი 3 საძიებელ დოკუმენტებს.
ნახ. 10. სქემა, რომელიც ასახავს ძიების შესაძლებლობებს ამგვარად, მოცემული საძიებო მანქანის დახმარებით შეიძლება საძიებელი დოკუმენტების მხოლოდ ის ნაწილი ვიპოვოთ, რომლებიც მის მიერ არის ინდექსირებული. ინფორმაციის მოპოვება ინდექსის დახმარებით მოსალოდნელია, რომ ერთი საკვანძო სიტყვით მოძებნილი ინტერნეტდოკუმენტების სია მილიონობით დოკუმენტს შეიცავდეს. მათი რაოდენობის შესამცირებლად მიზანშეწონილია არა ერთი, არამედ რამდენიმე საკვანძო სიტყვის გამოყენება. სხვადასხვა ინდექსში საკვანძო (გასაღები) სიტყვებით მოძებნის სხვადასხვა წესები მოქმედებს. უმეტეს მათგანში ერთმანეთისგან ჰარით გამოყოფილი სიტყვები განიხილება, როგორც ”და” კავშირით დაკავშირებული. ე.ი. თუ საძიებო ველში ავკრეფთ, მაგალითდ, სიტყვებს: Computer education job - მოიძებნება ვებ-
16
დოკუმენტები, რომელთა საკვანძო სიტყვები შეიცავს Computer, education და job სიტყვას ერთდროულად. ზუსტი ფრაზის მოსაძებნად იგი ბრჭყალებში უნდა ჩაისვას. მაგალითად, თუ საძიებო ველში ჩავსვამთ ბრჭყალებში ჩასმულ სახელს და გვარს ”Irina Meladze”, მოიძებნება ინფორმაცია ამ სახელისა და გვარის მქონე პიროვნებების შესახებ. ხოლო თუ იგივე ფრაზას ბრჭყალების გარეშე ჩავსვამთ, მაშინ დამატებით ის მისამართებიც მოიძებნება, რომლებზეც მოცემული სახელი და გვარი ცალცალკე არის ნახსენები, მაგალითდ, Valeri Meladze და Irina Sixarulidze. ლათინური ანბანის დიდ და პატარა ასოებს ინდექსები, როგორც წესი, არ ანსხვავებს. ეს წესები შეიძლება მიესადაგებოდეს საძიებო სისტემების უმრავლესობას, მაგრამ სხვადასხვა სისტემას მაინც თავისი სპეციფიკა გააჩნია. ასე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია დახმარების (Help) მიმართვის მოძებნა ინდექსის საწყის გვერდზე და მასზე დაჭერით საცნობარო ეკრანის გამოძახება, სადაც აღწერილი იქნება ეს საკითხებიც და სხვა წესებიც მოცემული კონკრეტული ინდექსისათვის. მაგალითდ, Yahoo-ში Help პირველი გვერდის ბოლოშია, წვრილი ასოებით, ხოლო Google-ში კი ჩანართში - about Google. ცხრილში მოყვანილი საძიებო ველში მისათითებელი მოთხოვნების სინტაქსი გამოდგება საძიებო სისტემების უმრავლესობისათვის. მოთხოვნის სინტაქსი მკაცრი ძიების დროს სინტაქსი რას ნიშნავს ოპერატორი
მოთხოვნის მაგალითი
ჰარი ან & ლოგიკური ”და” (წინადადების
სამკურნალო ფიზკულტურა
ან AND
ფარგლებში)
&&
ლოგიკური ”და” (დოკუმენტის
რეცეპტები && (მდნარი ყველი)
ფარგლებში) | ან OR
ლოგიკური ”ან”
ფოტო | ფოტოგრაფია | ფოტოგადაღება | ფოტოგამოსახულება
+
მოძიებულ დოკუმენტში სიტყვის
+ყოფნა +არყოფნა
აუცილებლად არსებობა ()
სიტყვების დაჯგუფება
(ტექნოლოგია | დამზადება) (ყველი | ხაჭო)
~
ოპერატორი ”და არა” (წინადადების
ბანკები ~ კანონი
ფარგლებში) ~~ ან ~
ოპერატორი ”და არა” (დოკუმენტის
გზამკვლევი პარიზში ~~ (სააგენტო | ტური)
ფარგლებში) ” ” ან « « ფრაზის ძიება
”ბიზნესის სკოლა”
17
ბევრ საძიებო სისტემას აქვს რეჟიმი
”გაფართოებული ძიება” (Advanced
Search). მაგალითად, მეტად პოპულარულ Google-ში (www.google.com) ამ რეჟიმის საშუალებით შეგვიძლია მოვძებნოთ გარკვეულ ენაზე, განსაზღვრულ დროს შეცვლილი, რაიმე ფორმატით წარმოდგენილი (მაგალითდ, Word-ის დოკუმენტი ან PowerPoint-ის პრეზენტაცია) დოკუმენტები. არსებობს საძიებო სისტემები, რომელთც შეუძლიათ ე.წ. მორფოლოგიური ძიება, რაც იმას ნიშნავს, რომ ძიება მიმდინარეობს არა ზუსტად საძიებო ველში მითითებული სიტყვის მიხედვით, არამედ მას წინასწარ მოშორდება პირის, ბრუნვის და ა.შ. ნიშნები და ძიება წარიმართება სიტყვის ფუძის მიხედვით. მეტასაძიებო სისტემები ინტერნეტი ძალიან სწრაფად ვითარდება - ყოველდღიურად ასეულობით ათასი ახალი ვებ-გვერდი ჩნდება და საძიებო სისტემები ვერ ასწრებს ყველა მათგანის ინდექსირებას. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ქსელში შეიძლება არსებობდეს დოკუმენტი, რომელსაც მომხმარებელი ეძებს, მაგრამ მის შესახებ არ ”იცოდეს” არჩეულმა საძიებო სისტემამ. მსოფლიოში ასეულობით საძიებო სისტემაა და დიდია იმის ალბათობა, რომ საჭირო დოკუმენტი არ მოხვდა მოცემულ საძიებო სისტემაში, მაგრამ ინდექსირებულია სხვა საძიებო სისტემის მიერ. ამიტომ არსებობს პროგრამები, რომლებიც ძიებას აწარმოებს ერთდროულად რამოდენიმე საძიებო სისტემაში - ეს არის მეტასაძიებო სისტემები. მეტასაძიებო სისტემას იგივე უპირატესობა აქვს ჩვეულებრივ საძიებო სისტემასთან, რაც რამოდენიმე ცნობარში ძიებას - ერთ ცნობარში ძიებასთან (ნახ. 11).
ნახ. 11
18
მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ მეტაძიებით უნდა ვისარგებლოთ ყველა შემთხვევაში. თუ საჭირო თემაზე ისედაც ბევრია დოკუმენტი, მაშინ მეტაძიება საჭირო არ არის. ხოლო თუ დოკუმენტები ცოტაა, მაშინ მიზანშეწონილია მეტაძიების გამოყენება. მეტასაძიებო სისტემის მაგალითებია www.dogpile.com,
www.disko.ru და
სხვა. უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს მეტასაძიებო სისტემები ცალკეული სახეობის საქონლის მიხედვით, მაგ. www.booksearch.com, www.booksearch.ru და სხვა. ასეთი საიტი საშუალებას იძლევა
მოვძებნოთ ისეთი იშვიათი წიგნები,
რომლებიც ყველა ინტერნეტ-მაღაზიაში არ არის.
ნახ. 12. ხშირად, მოძებნილი ინფორმაციის გაანალიზების, სარეკლამო ნაწილის შინაარსისაგან გამიჯვნის და საიტის ავტორის კომპეტენტურობის ხარისხის შეფასების შემდეგ მომხმარებელი ხვდება, რომ ტყუილად დაკარგა დრო ონლაინ-ენციკლოპედიები და ცნობარები ზოგ შემთხვევაში საჭიროა ვიპოვოთ არა დოკუმენტი, რომელიც საკვანძო სიტყვას შეიცავს, არამედ უბრალოდ რაიმე სიტყვის განმარტება. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია ვისარგებლოთ ონლაინ-ენციკლოპედიებით. განსაკუთრებით აქტუალურია ტერმინების მოძებნა საინფორმაციო ტექნოლოგიებში, რომელიც ძალიან სწრაფად ვითრდება. ამ კატეგორიის ლექსიკონების უმეტესობა ინგლისურენოვანია. ძალიან პოპულარული და მოცულობითია FOLDOC (Free On-line Dictionary Of Computing - http://wombat.doc.ic.ac.uk/foldoc/ index.html) - მასში დაახლოებით 15 ათასი ტერმინია. ასევე რეკომენდაციას გავუწევთ, როგორც მინიმუმ, ორ ონლაინ ლექსიკონს - Webopedia და WhatIs.com. ჩვეულებრივი ლექსიკონის გარდა, რესურს Webopedia-ს (www.pcwebopaedia. com) გააჩნია მთელი რიგი სპეციალიზებული სერვისები.
19
What Is (http://whatis.com) - ეს არის განმარტებითი ენციკლოპედიური ლექსიკონი საინფორმაციო ტექნოლოგიებში და პირველ რიგში იმ საკითხებში, რომლებიც დაკავშირებულია პერსონალურ კომპიუტერებთან და ინტერნეტთან. აუცილებლად
უნდა
აღინიშნოს
ქსელური
ენციკლოპედია
Wikipedia,
(www.wikipedia.com), რომლიც რედაქტირებაც ყოველ მსურველს შეუძლია. იგი სთავაზობს
მსურველს
(რასაკვირველია,
სპეციალური
წესების
დაცვით)
დაასრულოს უზარმაზარი ცნობარის ის ნაწილი, რაშიც ის სპეციალისტად თვლის თავს. Wikipedia ძალიან პოპულარულია, შეიცავს დაახლოებით 2 500 000 სტატიას ინგლისურ ენაზე (ამასთან სხვადასხვა რაოდენობის სტატიებს კიდევ რამოდენიმე ენაზე). პრაქტიკული რჩევები 1. სხვადასხვა პროფილის ინფორმაციის ძიებისას გამოიყენეთ ძიების სხვადასხვა ინსტრუმენტი (ზემოთ ჩამოთვლილიდან); 2. საძიებო მანქანით ძიებისას მოერიდეთ ზოგად სიტყვებს, ეძებეთ ერთზე მეტი სიტყვის მიხედვით, გამოიყენეთ სინონიმები (ამით შეამცირებთ მიმართვების სიის მოცულობას); 3. გამოიყენეთ ფუნქცია ”ეძებეთ მსგავსი დოკუმენტები” (Similar pages); 4. ისარგებლეთ მიმართვების ენის სინტაქსით; 5. ისარგებლეთ გაფართოებული ძიებით (Advanced Search), რომელიც საძიებო სისტემების უმეტესობაში არის; 6. ისარგებლეთ მეტასაძიებო სისტემებით, თუ თქვენთვის საინტერესო თემაზე ცოტა დოკუმენტი მოიძებნა. ძირითადი საძიებო სისტემები უამრავი საძიებო სისტემა არსებობს, მაგრამ მომხმარებელი პრაქტიკულად მუშაობს მხოლოდ რამოდენიმე მათგანთან. ესენია:
Google (www.google.com)
Lycos (www.lycos.com)
Alta Vista (www.altavista.com)
Web Crawler
Yahoo (www.yahoo.com)
Excite (www.exite.com)
100hot (www.100hot.com)
Infoseek (www.infoseek.com)
Rambler (www.rambler.ru)
www.internet.ge, www.games.ge
(www.webcravler.com)
20
ბრაუზერი Internet Explorer - 9 ინტერნეტთან სამუშაოდ გამოიყენება სპეციალური პროგრამები, რომლებსაც ბრაუზერებს უწოდებენ . ამჟამად არაერთი ბრაუზერია ცნობილი (Internet Explorer, Google Chrome, Mozilla Firefox, Netscape Navigator, Opera და სხვა). ისინი ერთმანეთის მსგავს ფუნქციებს ასრულებენ და ბევრი რამ საერთო აქვთ. ჩვენ განვიხილავთ Internet Explorer-ს, რომელიც თან ახლავს Windows სისტემას. არსებობს Internet Explorer-ის სხვადასხვა ვერსიები. ჩვენ განვიხილავთ Internet Explorer 9 ვერსიას. Internet Explorer-ის ამუშავება რამდენიმე ხერხით შეიძლება. სასტარტო მენიუდან იგი გაიშვება ბრძანებით: Start / Programs / Internet Explorer, ხოლო სამუშო მაგიდიდან, ან ამოცანათა პანელიდან
- პიქტოგრამაზე დაწკაპუნებით.
Internet Explorer-ის ფანჯარასთან მუშაობა გულისხმობს მასში სხვადასხვა საიტის გამოძახებას, გადასვლას ერთი გვერდიდან მეორეზე, ფანჯარაში ვებ -გვერდის გამოძახების შეჩერებას, ვებ -გვერდის თავიდან წაკითხვას და სხვა. ვებ გვერდის გამოძახების კლასიკური ვარიანტია მისამართის აკრეფა სამისამართო სტრიქონში და Enter კლავიშზე ხელის დაჭერა. ამის გაკეთება კიდევ შესაძლებელია: 1. მენიუდან - File / Open ბრძანების საშუალებით (თუ მენიუს ზოლი არ ჩანს, მის გამოსაჩენად მაუსის კურსორი მიგვყავს ფანჯრის სათაურის ცარიელ ადგილას და ვანხორციელებთ მარჯვენა დაწკაპუნებას, ანუ ვიძახებთ კონტექსტურ მენიუს. შედეგად გამოსულ კონტექსტურ მენიუში აღვნიშნავთ Menu bar); 2.
საინსტრუმენტო
პანელებიდან:
Favorites
საინსტრუმენტო
პანელის
(იგი
გამოიძახება მენიუს View / Toolbars / Favorites ბრძანებით) ღილაკებზე დაწკაპუნებით შეიძლება ინტერნეტის უმნიშვნელოვანესი საიტების გამოძახება. ამ ღილაკების სიაში მომხმარებელს თვითონ შეუძლია ჩასვას ნებისმიერი ვებგვერდის შესაბამისი ღილაკი, რისი გაკეთებაც მიმართვის მაუსით გადატანის საშუალებით შეიძლება. სტანდარტული ინსტრუმენტების პანელის ღილაკებით (თუ ასეთი ღილაკები არ ჩანს, მის გამოსაჩენად ვიძახებთ ინსტრუმენტების პანელის კონტექსტურ მენიუს და აღვნიშნავთ
Command
bar)
შეიძლბა
Internet
Explorer-ის
ძირითადი
ბრძანებების
შესრულება. ამ პანელზე შეიძლება ღილაკების დამატება (ან პირიქით - ამოღება). ამისთვის საჭიროა საინსტრუმენტო პანელის კონტექსტური მენიუს Customize ქვემენიუდან Add or Remove Comands... შესრულება.
21
შედეგად ეკრანზე გამოვა Customize Tooolbar დიალოგური ფანჯარა, რომლის მარჯვენა ნაწილში ჩანს სტანდარტული ინსტრუმენტების პანელზე არსებული ღილაკები, ხოლო მარცხენაში - შესაძლო დამატებითი ღილაკები. მათ შორის მოთავსებულია Add და Remove ღილაკები, რომელთა დანიშნულებაა ობიექტების გადატანა ერთი ნაწილიდან მეორეში, ანუ სტანდარტული ინსტრუმენტების პანელზე ღილაკების დამატება ან ამოღება.
დიალოგური ფანჯრის მარჯვენა ნაწილში მოთავსებული Move Up და Move Down ღილაკების საშუალებით შეიძლება პანელზე ღილაკების მიმდევრობის შეცვლა, ხოლო Reset ბრძანება კი პანელზე ღილაკების სტანდარტულ კომბინაციას აღადგენს. ინსტრუმენტების
პანელის
კონტექსტური
მენიუს
Customize
ქვემენიუში
მოთავსებული დანარჩენი ბრძანებები პანელის ღილაკებზე ნახატის შესაბამისი ტექსტის გამოჩენას არეგულირებს.
22
Internet Explorer-ის ფანჯარასთან სამუშაო ღილაკები პროგრამა Internet Explorer იმახსოვრებს მუშაობის მსვლელობას მოცემული სეანსის განმავლობაში
და
მონახულებული
ვებ-გვერდების
გამოსაძახებლად
ინტერნეტის
სერვერთან განმეორებითი დაკავშირება აღარ არის აუცილებელი. ამისათვის გამოიყენება სტანდარტული ინსტრუმენტების პანელის Back to და Forward ღილაკები. მათი საშუალებით ფანჯარაში გამოვა ამ ფანჯრის წინა და მომდევნო შიგთავსი. ამ ღილაკებზე მაუსით მითითებისას მაუსის მაჩვენებლის კუდზე გამოჩნდება იმგვერდის ინტერნეტ მისამართი, რომელზედაც გადავალთ მასზე დაჭერის შემთხვევაში.
წინა გვერდზე დასაბრუნებლად შეიძლება აგრეთვე კლავიატურის Back Space კლავიშის გამოყენება, ხოლო მომდევნო გვერდზე გადასასვლელად - კლავიშთა Shift+ Back Space კომბინაცია. მსგავსი დანიშნულება აქვს კლავიშთა შემდეგ კომბინაციებსაც: Alt + ასრულებს იგივე მოქმედებას, რასაც სტანდარტული ინსტრუმენტების პანელის Forward ღილაკი. Alt + ასრულებს იგივე მოქმედებას, რასაც სტანდარტული ინსტრუმენტების პანელის Back to ღილაკი. მენიუდან ანალოგიური მოქმედებები სრულდება View / GoTo / Forward და View / GoTo / Back ბრძანებების საშუალებით. ვებ-გვერდის გამოძახების შეწყვეტა და მისი განახლება. Stop
ღილაკზე
დაწკაპუნებით ვებ-გვერდის გამოძახების პროცესი შეწყდება. ეს ღილაკი შეიძლება საჭირო გახდეს, მაგალითად, იმ შემთხვევაში, როცა ვებ-გვერდის ეკრანზე გამოჩენა ჭიანურდება მისი გრაფიკული ელემენტების სიმრავლის გამო. ჩატვირთვის პროცესის შეწყვეტა შეიძლება აგრეთვე მენიუს View / Stop ბრძანებით, ან კლავიატურიდან - Esc კლავიშით. Refresh
ღილაკის საშუალებით განახლდება Internet Explorer-ის ფანჯრის
შიგთავსი. გვერდი ხელახლა ჩაიტვირთება სერვერიდან. განახლება შეიძლება აგრეთვე მენიუდან View / Refresh ბრძანებით, ან კლავიატურიდან - F5 კლავიშით, ან კლავიშთა კომბინაციით Ctrl+R.
23
File / Properties ბრძანებით შეიძლება ვებ-გვერდის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მიღება. Internet
Explorer-ის
სასტარტო
ვებ-გვერდი.
Internet
Explorer-ის
გაშვებისას
ფანჯარაში გამოჩნდება სასტარტო ვებ-გვერდი, რომელიც პროგრამას წინასწარ აქვს მითითებული შესაბამისი პარამეტრის სახით Internet Options დიალოგურ ფანჯარაში. სასტარტო გვერდად შეიძლება ინტერნეტის ნებისმიერი ვებ -გვერდის შერჩევა. ნავიგაციის დავაწკაპუნოთ Home
პროცესში
სასტარტო
ვებ-გვერდზე
დასაბრუნებლად
უნდა
ღილაკზე. მენიუდან სასტარტო ვებ-გვერდზე გადასვლა შეიძლება
View / GoTo / Home Page ბრძანებით. Internet Explorer-ის სასტარტო ვებგვერდის დასაყენებლად საჭიროა: 1. შევასრულოთ მენიუს ბრძანება Tools / Internet Options. ეკრანზე გამოვა დიალოგური ფანჯარა Internet Options აქტიური General ჩანართით. 2. General ჩანართის Home Page განყოფილების სამისამართო (Address) ტექსტურ ველში კლავიატურიდან ავკრიფოთ სასტარტო ვებ-გვერდის ინტერნეტ მისამართი.
Home Page განყოფილების ღილაკებს შემდეგი ფუნქცია აქვს: Use Current - ამ ღილაკზე დაწკაპუნებით Address ტექსტურ ველში აქტიური ვებგვერდის მისამართი ჩაჯდება; Use Default - ამ ღილაკით, ჩვეულებრივ, საწყის გვერდად შეირჩევა Microsoft ფირმის გვერდი;
24
Use Blank - საწყის გვერდად შეირჩევა ცარიელი ფურცელი. შევასრულოთ ბრძანება OK. Internet Explorer 9-ს აქვს ერთ ფანჯარაში რამოდენიმე ჩანართის (Tab) გახსნის შესაძლებლობა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს დაათვალიეროს მრავალი ვებგვერდი ერთი ფანჯრის ფარგლებში. ახალი ჩანართი (Tab) იხსნება File მენიუს New Tab ბრძანებით, ან კლავიშთა კომბინაციით Ctrl+T. ახალი ჩანართი (Tab) იხსნება აგრეთვე სპეციალური ღილაკით, რომელიც მოთავსებულია ეკრანზე გახსნილი ჩანართის მარჯვნივ.
საიტის ნახატზე მაუსის დაწკაპუნებით გაიხსნება შესაბამისი საიტი, ხოლო ნახატის ზედა კუთხეში მოთავსებულ ნიშანზე დაწკაპუნებით
- დაიხურებაშე საბამისი
საიტი.
ინტერნეტში მუშაობის ორგანიზების ღილაკები რჩეულ ვებ-გვერდებთან სამუშო Favorites მენიუ. Internet Explorer საინტერესო ვებგვერდების მისამართების განუსაზღვრელი ვადით დამახსოვრებისა და მათი შემდგომში ადვილად გამოძახების საშუალებას იძლევა. ასეთი მისამართების შენახვა ხდება Favorites რჩეული ვებ-გვერდების მენიუში. დამახსოვრებული ვებ-გვერდების გამოძახება შეიძლება როგორც Favorites მენიუდან, ასევე შესაბამისი პანელიდან (ვარსკვლავი ზედა მარჯვენა კუთხეში). რჩეული ვებ-გვერდების პანელი ეკრანზე გამოდის მენიუს Favorites ბრძანებით. მისი გამოტანა შეიძლება აგრეთვე View / Toolbars / Favorites bar ბრძანებით ან კლავიშთა Ctrl+Shift+I კომბინაციით. ამ დროს Internet Explorer-ის ფანჯრის ძირითადი ნაწილი შევიწროვდება და ფანჯრის მარცხენა ნაწილში გაჩნდება Favorites ვერტიკალური პანელი Favorites Center.
25
მისამართების დასაჯგუფებლად პანელზე გამოყენებულია საქაღალდეთა სისტემა. იგივე მისამართები ჩანს Favorites-ის მენიუს ქვედა ნაწილში. კონკრეტული ვებ-გვერდის სათაურზე მითითებით მაუსის მაჩვენებლის კუდზე გამოჩნდება გვერდის სრული მისამართი, ხოლო დაწკაპუნების შემთხვევაში - ფანჯრის ძირითად ნაწილში გამოიძახება შესაბამისი ვებ-გვერდი. რჩეულთა მენიუში ვებ-გვერდის მისამართის ჩასასმელად საჭიროა მოქმედებათა შემდეგი მიმდევრობის ჩატარება: 1. გამოვიძახოთ ვებ-გვერდი Internet Explorerის ფანჯარაში; 2. შევასრულოთ მენიუს ბრძანება Favorites / Add to Favorites...; 3. მიღებული Add Favorite ფანჯრის Name ტექსტურ ველში ჩაწერილი იქნება ვებგვერდის სახელი. თუ მიზანშეწონილია მისი სხვა სახელით დაბახსოვრება, ველში ჩავწეროთ ახალი სახელი. დავაჭიროთ OK ღილაკს.
აქტიური ვებ-გვერდის სახელი მოთავსდება Favorites მენიუს ქვედა განყოფილებაში, ხოლო მაუსით მასზე მითითებისას მაუსის მაჩვენებლის კუდზე გამოჩნდება მისი ინტერნეტ-მისამართი. აქტიური ვებ-გვერდის ჩასმა Favorites მენიუში შეიძლება აგრეთვე კლავიატურიდან კლავიშთა Ctrl+D კომბინაციით. Create in: ველში შესაძლებელია იმ საქაღალდის შერჩევა, რომელშიც უნდა მოთავსდეს დამატებული ვებ-გვერდის იარლიყი. თუ ამ სიაში შესაფერისი საქაღალდე არ
26
აღმოჩნდა, New Folder ღილაკით შეიძლება მისი შექმნა. ცხადია, Create in: ველში წინასწარ უნდა გააქტიურდეს ის საქაღალდე, რომელშიც ახალი საქაღალდე მოთავსდება. Favorites საქაღალდის ორგანიზება. Favorites საქაღალდის ორგანიზება გულისხმობს მისი ქვესაქაღალდეების შექმნასა და მათში მიმართვების გადანაწილებას. ამის გაკეთება შეიძლება როგორც ახალი ვებ-გვერდის Favorites საქაღალდეში დამატების მომენტში, ისე შემდეგაც - Favorites / Organize Favorites... ბრძანების საშუალებით. საქაღალდეების
სტრუქტურის
შექმნა
მომხმარებელს
საშუალებას
აძლევს
თემატურად დააჯგუფოს მისთვის საინტერესო ვებ-გვერდების მისამართები. Favorites მენიუში დაფიქსირებული ვებ-გვერდების საქაღალდეებში გადასანაწილებლად საჭიროა შემდეგი მოქმედებების შესრულება: 1. შევასრულოთ მენიუს ბრძანება Favorites / Organize Favorites... ან კლავიატურაზე ავკრიფოთ Ctrl+B. ეკრანზ ე გამოჩნდება Organize Favorites დიალოგური ფანჯარა.
2. ამ
ფანჯარაში
საქაღალდეში,
ჩავავლოთ ან
მაუსი
შევასრულოთ
მიმართვას მოქმედებები
და
გადავიტანოთ
ჩვენთვის
უკვე
საჭირო ცნობილი
ღილაკების საშუალებით: ახალი საქაღალდის შექმნა, გადატანა, წაშლა, სახელის გადარქმევა. Favorites საქაღალდის ორგანიზება და მასში ვებგვერდების მისამართების დამატება შეიძლება აგრეთ ვ ე ღი ლაკიდან
.
ჟურნალი - History. კომპიუტერში მონახულებული ვებ-გვერდების მისამართები ინახება და მისი გამორთვის შემდეგაც რჩება სპეციალურ საქაღალდეში, რომელსაც History ეწოდება. მისი დანიშნულებაა ნანახი ვებ-გვერდების სწრაფად მოძებნა და მათი გამოძახება.
27
History ეკრანზე გამოდის მენიუს View / Explorer Bar / History ბრძანებით ან Favorites Center-ის შესაამის ღილაკზე დაჭერით, აგრეთვე კლავიშთა კომბინაციით Ctrl+Shift+H. History შეიცავს იმ ვებ-გვერდების მისამართებს, რომლებიც გამოძახებული იყო ლოკალურ კომპიუტერში ბოლო დღეების (კვირების) განმავლობაში. დღეების რაოდენობა პროგრამას წინასწარ აქვს მითითებული შესაბამისი პარამეტრის სახით. მისი ნახვა ან შეცვლა შეიძლება Tools / Internet Options დიალოგური ფანჯრის General ჩანართში: ამ ფანჯრის Browsing history განყოფილებაში Delete... ღილაკზე დაჭერით გამოსულ ფანჯარაში Delete Browsing History...-ით შეგვიძლია წავშალოთ დამახსოვრებული ფაილები, ხოლო Settings ღილაკზე დაჭერით გამოდის ფანჯარა Temporary Internet Files and History Settings, სადაც History განყოფილების Days to keep pages in history ველში შეგვიძლია შევიტანოთ დღეების ის რაოდენობა, რომელთა განმავლობაში მონახულებული ვებგვერდების მისამართები დარჩება ჟურნალში. History-ში ინტერნეტ-მისამართების ორგანიზაცია Windows Explorer-ში ფაილების და საქაღალდეების ორგანიზაციის მსგავსია. აქ საქაღალდეების როლში გამოდის კვირებისა და დღეების დასახელება. კონკრეტულ მისამართზე დაწკაპუნების შემთხვევაში Internet Explorer-ის მარჯვენა ნაწილში გამოჩნდე ბაშესაბამისი ვებ-გვერდის შინაარსი.
რამდენიმე ფანჯარაში ერთდროულად მუშობა
Internet Explorer-ის ახალი ფანჯრის გახსნა ძველის შენარჩუნებით მრავალ შემთხვევაშია მოსახერხებელი. მაგალითად, შეიძლება ინტერნეტში ძიებისას მიღებული შედეგები შევინახოთ ძველ ფანჯარაში, ხოლო მასში მოძებნილ მიმართვებზე გადასვლები ახალ ფანჯრებში განხორციელდეს. ბრძანება File / New
window გახსნის Internet Explorer-ის ახალი ფანჯარას იგივე
შიგთავსით. იგივე შესრულდება Ctrl+N კლავიშთა კომბინაციით. ახალ ფანჯარაში შენარჩუნებული იქნება Back და Forward ბრძანებებით ძველ ფანჯარაში მონახულებულ ვებგვერდებზე ნავიგაციის შესაძლებლობა. Internet Explorer-ის ახალი ფანჯარა გაიხსნება აგრეთვე ვებ-გვერდზე მოთავსებული მიმართვის კონტექსტური მენიუდან Open in New Window ბრძანებით. ამ შემთხვევაში ახალ ფანჯარაში გამოჩნდება მიმართვის შესაბამისი შიგთავსი. გარდა ამისა, წინა შემთხვევისაგან განსხვავებით, ახალ ფანჯარაში Back და Forward ბრძანებებით გადასასვლელი ვებგვერდების ათვლა თავიდან დაიწყება.
28
მიმართვის შესაბამისი შინაარსის ახალი ფანჯარაში გახსნა შეიძლება აგრეთვე Shift კლავიშის დაფიქსირებით მიმართვაზე დაწკაპუნების წინ.
შრიფტის ზომისა და კოდირების შეცვლა
Internet Explorer-ის ფანჯარაში შეიძლება შრიფტის ზომისა და კოდირების შეცვლა. შეცვლილი ზომა და კოდირება შენარჩუნებული იქნება ამ ფანჯარაში შემდგომი ნავიგაციის პროცესში. მენიუდან ზომა იცვლება View / Text Size, ხოლო კოდირება View / Encoding ბრძანებით. ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ერთ ანბანს შეიძლება რამოდენიმე კოდირება შეესაბამებოდეს და ტექსტის წასაკითხად მათი გადართვა გახდეს საჭირო.
როცა ვებ-გვერდი არ იკითხება, იმ ის დასადგენად, თუ რომელი შრიფტითაა იგი აკრეფილი, უნდა მოვნიშნოთ ვებ-გვერდის ტექსტის ფრაგმენტი და ბუფერის გამოყენებით გადავიტანოთ პროგრამა Word-ში. Word გვიჩვენებს, თუ რომელი შრიფტითაა აკრეფილი. აქ მისი წაკითხვაც შეიძლება, თუ შევუსაბამებთ ლოკალურ კომპიუტერზე არსებულ ანალოგიური კოდირების მქონე რომელიმე შრიფტს. იმ შემთხვევაში, თუ ქართული ტექსტი არ იკითხება ბრაუზერის ფანჯარაში, მაშინ: 1. ბრაუზერის ფანჯარაში შევასრულოთ მენი უს ბრძანება View / Encoding / More / User Defined; 2. თუ ტექსტი კვლავ არ იკითხება, შესაძლებელია თავად საიტზე იყოს იმ ფონტის გადმოწერის მიმართვა, რომელშიც მისი ვებ-გვერდია აკრეფილი. ამ შემთხვევაში გადმოვწეროთ ფონტი და დავაინსტალიროთ; 3. თუ ტექსტი კვლავ არ იკითხება, დავაჭიროთ Tools / Internet Options დიალოგური ფანჯრის General ჩანართის Fonts ღილაკს. მივიღებთ Fonts დიალოგურ ფანჯარას: 4. ამ ფანჯრის Language script ჩამონათვალის ერთ სტრიქონიან ველში დავაყენოთ User Defined, ხოლო Web page font ველში მოვნიშნოთ Word-ში ნაჩვენები ან ანალოგიური კოდირების შრიფტი. შემდეგ შევასრულოთ ბრძანება OK; 5. დავხუროთ Internet Options ფანჯარა ასევე OK ღილაკით.
29
სხვადასხვა ანბანისთვის კოდირებისა და შრიფტის შერჩევა ხდება Tools / Internet Options დიალოგური ფანჯრის General ჩანართის Fonts ღილაკზე დაჭერით მიღებული ფანჯრიდან. ამავე General ჩანართის Language ღილაკის დახმარებით შეიძლება ენის დამატება (ზოგიერთი ვებ-გვერდი მრავალენოვანია). ენის დასამატებლად დავაჭიროთ Language ღილაკს, მიღებულ Language Preference დიალოგურ ფანჯარაში დავაჭიროთ Add ღილაკზე, მოვნიშნოთ საჭირო ენა და დავაჭიროთ OK-ს. ამის შემდეგ დავხუროთ Language Preference ფანჯარა OK ღილაკზე დაჭერით. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ენის დამატება არ იძლევა ვებ-გვერდის ამ ენაზე ჩვენების გარანტიას. საჭიროა აგრეთვე შესაბამისი შრიფტის ინსტალაცია. Language
Preference
დიალოგურ
ფანჯარაში
ენები
ლაგდება
პრიორიტეტის
მიხედვით. პრიორიტეტის შესაცვლელად გამოიყენება Move Up და Move Down ღილაკები.
Internet Explorer-ის მენიუს სხვა ბრძანებები File / Open. ამ ბრძანებით გაიხსნება ლოკალურ კომპიუტერზე ან ლოკალურ ქსელში არსებული ვებ-გვერდი (მოძებნა შეიძლება Open დიალოგური ფანჯრის Browse ღილაკის დახმარებით),
ან
კიდევ
ინტერნეტის
სერვერზე
განთავსებული
ვებ-გვერდი
(მის
გასახსნელად Open ტექსტურ ველში საჭიროა მისამართის ჩაწერა). გარდა ამისა, ამ ბრძანებით შესაძლებელია გრაფიკული და სხვა ფაილების (მაგ., Microsoft Office-ის ნებისმიერი დოკუმენტის) გახსნა. ეს ბრძანება კლავიატურიდან სრულდება Ctrl+O ან Ctrl+L კლავიშთა კომბინაციით;
30
File / Save და File / Save as - Internet Explorer-ის ფანჯრის შიგთავსი დისკზე ჩიწერება; File / Send / Shortcut to Desktop - სამუშაო მაგიდაზე განთავსდება აქტიური ვებგვერდის იარლიყი; File / Edit with Microsoft Office… - გახსნის აქტიურ ვებ-გვერდს Microsoft Office-ის პროგრამის რედაქტორის საშუალებით. ის ლოკალურ კომპიუტერზე მოთავსებული ვებგვერდის რედაქტირების საშუალებას იძლევა, თუმცა ამისთვის შესაბამისი რედაქტორის ცოდნაა საჭირო; File / Page Setup - ამ ბრძნებით ეკრანზე გამოდის დიალოგური ფანჯარა, საიდანაც შეირჩევა ვებ-გვერდის საბეჭდი პარამეტრები. ქვემოთ მოყვანილი ცხრილი გვიჩვენებს, თუ რა ფუნქციას ასრულებენ Header and Footer განყოფილებაში ჩაწერილი გამოსახულებები: გამოსახ.
რა დაიბეჭდება
გამოსახ.
რა დაიბეჭდება
&w
ფანჯრის სათაური
&u
ვებ-გვერდის მისამართი (URL)
&d
მოკლე ფორმატით ჩაწერილი თარიღი
&D
სრული ფორმატით ჩაწერილი თარიღი
&t
(ისე, როგორც Control Panel-ის
(ისე, როგორც Control Panel-ის
რეგიონულ
რეგიონულ
პარამეტრებშია მითითებული)
პარამეტრებშია მითითებული)
დრო ბეჭდვის მომენტში - ისე, როგორც
&T
რეგიონულ პარამეტრებშია მითითებული
დრო ბეჭდვის მომენტში - 24 საათიანი ფორმატით
&p
გვერდის ნომერი
&P
გვერდების რაოდენობა
&b
ამ გამოსახულების შემდგომი ტექსტი დაიბეჭდება სტრიქონის ცენტრში
File / Print - ეკრანზე გამოდის Print დიალოგური ფანჯარა. იგივე სრულდება Ctrl+P კლავიშთა კომბინაციით. Print ფანჯრის Options ჩანართის Print frames განყოფილება მქრალია, თუ ვებ-გვერდი ნაწილებად (კადრებად) არ არის დაყოფილი. ზოგჯერ ვებგვერდს მისი შემქმნელ იორ-სამ ნაწილად ყოფს. როგორც წესი, ასეთი დაყოფის მიზანია ის, რომ ერთერთ ნაწილში მოთავსდეს მიმართვების ღილაკები, რათა მათი საშუალებით მეორე ნაწილში ახალი ვებ-გვერდი გამოვიდეს, ხოლო ის ნაწილი, სადაც ღილაკები იყო მოთავსებული, უცვლელად დარჩეს ეკრანზე, რათა არ დაიკარგოს არსებულ მიმართვებზე გადასვლის შესაძლებლობა. რამდენიმე კადრის შემცველი ვებ-გვერდი შეიძლება სხვადასხვა სახით დაიბეჭდოს. ამისათვის გადამრთველი უნდა დავაყენოთ ერთ-ერთ პოზიციაში შემდეგი სამიდან: 1. As laid out of screen - ყველა კადრს დაბეჭდავს ერთად, ანუ გვერდი დაიბეჭდება ისე, როგორც ეკრანზე ჩანს; 2. Only the selected frame - დაიბეჭდება მხოლოდ მონიშნული კადრი. მის მოსანიშნად
31
File / Print ბრძანების შესრულებამდე დავაწკაპუნოთ კადრის თავისუფალ ადგილზე. კადრის მონიშვნა თვალმა შეიძლება ვერ აღიქვას. Print ფანჯრის ეკრანზე გამოსვლის შემდეგ მონიშნულ კადრს ოდნავ შეეცვლება ფერი და მკრთალი ჩარჩოთი შემოიხაზება; 3. All frames individually - ყველა კადრი ცალცალკე დაიბეჭდება.
Print დიალოგური ფანჯრის Options ჩანართის ბოლოს მოთავსებულია ორი ჩამრთველი: 1. Print all linked documents - აქტიური ვებ-გვერდის დაბეჭდვის შემდეგ რიგრიგობით დაიბეჭდება
იქ
მოთავსებული
მიმართვების
შესაბამისი
ვებ-გვერდები,
რომლებიც
მოცემულ მომენტში არ ჩანს ეკრანზე. ყოველი ვებ-გვერდი თავიდან დაინომრება; 2. Print table of links - ჯერ დაიბეჭდება აქტიური ვებ-გვერდი, ხოლო შემდეგ მასზე მოთავსე- ბული მიმართვების ინტერნეტ-მისამართების სია.
ვებ ბრაუზერი Google Chrome ძირითადი ინფორმაციის წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Google_Chrome მწარმოებელი
Google Inc.
გამოშვების თარიღი
September 2, 2008
პროგრამული ენები
C++, assembly, Python,JavaScript
ოპერაციული სისტემები Android (4.0 and later) iOS (4.3 or later) Linux OS X (10.6 and later) Windows (XP SP2 and later) ძრავი
WebKit, V8 JavaScript engine
ხელმისაწვდომია
50 ენა
Website
www.google.com/chrome
32
Chrome-ის ინტერფეისი Tabs - ერთ ფანჯარაში სხვადასხვა ვებ გვერდის წარმოჩენისა და დათვალიერების შესაძლებლობა
Address Bar მისამართის შეტანის ველი
Bookmark Button – მიმდინარე გვერდის შენახვის და ორგანიზების ღილაკი
New tab ახალი ჩანართის გახსნა Navigation Buttons – ნავიგაციის ღილაკები
Refresh – მიმდინარე გვერდის განახლების ღილაკი
33
Customize and control Google Chrome –პარამეტრების მომართვისა და ორგანიზების ღილაკი
Chrome-ის პარამეტრების მომართვა და კონტროლი
ახალი ჩანართის გახსნა ახალი ფანჯრის გახსნა ახალი ფანჯრის გახსნა ჟურნალში ასახვის გარეშე ვებ გვერდების ჩანიშვნების ორგანიზება ბოლოს გამოძახებული ვებ გვერდების სია
მასშტაბირება ვებ გვერდის შენახვა ვებ გვერდის შიგნით ძებნა ბეჭდვის ორგანიზება
დათვალიერებული ვებგვერდების ჟურნალი ბროუზერით გადმოწერილი ობიექტების ჩამონათვალი სხვადასხვა პარამეტრები
მუშაობის დასრულება
34
Settings (პარამეტრები)
On startup - სასტარტო გვერდი Open the New Tab page - Google Chrome-ში შესვლისას ახალი ფანჯარა იხსნებოდეს; Continue where I left off - Google Chrome-ში შესვლისას ის ფანჯრები იხსნებოდეს, რომლებიც პროგრამიდან გასვლისას იყო გახსნილი Open a specific page or set of pages - სასტარტო გვერდის არჩევა. Set pages ღილაკზე დაჭერით გაიხსნება Startup page ფანჯარა.
Add a new page - ფანჯარაში შეგვაქვს სასტარტო გვერდის სახელი. Use current pages ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში სასტარტო გვერდების სახით დაფიქსირდება მიმდინარე გახსნილი ვებ-გვერდები.
35
Appearance - გარეგნული სახე Get themes - ვირჩევთ თემას (გარეგნულ სახეს); Reset to default theme - სტანდარტული თემის აღდგენა. Show home button - home ინსტრუმენტის გამოტანა ბროუზერის ფანჯარაში. Change ღილაკზე დაჭერით შეგვიძლია შევცვალოთ home ინსტრუმენტზე მიმაგრებული ვებ-გვერდი. Always show the bookmarks bar - რჩეული ვებ-გვერდების პანელის გამოტანა ბროუზერის ფანჯარაში. Search - პოზიციაში გახსნადი სიიდან ვირჩევთ ძირითად სამძებრო სისტემას. დათვალიერების ისტორია
Settings ფანჯრის მარცხენა მხარეს ვაჭერთ History ღილაკზე. იხსნება ფანჯარა History.
ვებ-გვერდის
მისამართის
მარჯვნივ
ღილაკზე
დაჭერით
ავირჩიოთ More from this site - საითზე შესვლის ისტორიის ნახვა. Remove from history - წაშლა ისტორიიდან.
Remove selected items - მონიშნული ვებ-გვერდების წაშლა ისტორიიდან.
Clear browsing data - გაიხსნება გასუფთავების ფანჯარა.
36
გაილია
Obliterate the following items from პოზიციაში ვირჩევთ დროის პერიოდს გასუფთავებისთვის, ხოლო შემდეგ მოვნიშნავთ იმ პოზიციებს, რომლებიც გვინდა გავასუფთავოთ. Clear browsing history –დათვალიერების ისტორიის გასუფთავება; Clear download history – გადმოწერილი ფაილების წაშლა; Empty the cache - ბროუზერის ქეშ-მეხსიერების გასუფთავება (სავსე ქეშის შემთხვევაში ბროუზერი დარღვევებით მუშაობს). Clear saved passwords - შენახული პაროლების წაშლა Clear saved Autofill from data - მისამართების ან მონაცემების შეტანის დროს აკრეფილი ტექსტებისთვის ავტომატური შევსების ისტორიის გასუფთავება.
ბოლოს ვაჭერთ Clear browsing data ღილაკზე.
37